• სამუშაო საათები: 24/7
  • contact@cleancompany.ge

ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი სახის რბილი ავეჯის, ხალიჩების და სხვა ქსოვილების, პროფესიონალური ქიმწმენდის მომსახურებას უახლესი გერმანული და იტალიური აპარატურის გამოყენებით.
გთავაზობთ როგორც სველ, ასევე მშრალ ქიმწმენდის მეთოდს, ვიყენებთ მოწინავე ტექნოლოგიას თქვენი ავეჯისა და ხალიჩების ღრმად გასაწმენდად. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ნივთები უმოკლეს დროში იქნება მზად ხელახლა გამოსაყენებლად , მათი გაშრობის მოლოდინის გარეშე.

ჩვენი ქიმწმენდის პროცესი სრულიად უსაფრთხო და ეფექტურია ყველა სახის ქსოვილისა და მასალისთვის, დელიკატური და ძნელად გასაწმენდი ნივთების ჩათვლით. ჩვენ ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა და ანტიალერგიულ საწმენდ ხსნარებს, რომლებიც ნაზად ექცევა თქვენს ავეჯსა და ხალიჩებს. ამავდროულად ეფექტურად გვეხმარება ჭუჭყისა და ლაქების მოშორებაში.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც შეგიძლია ენდო.