ქლინკომპანი

კომპანია ,,ქლინკომპანი’’ დაარსდა 2021 წლის 16 ივლისს. დაარსების ძირითადი მიზეზი იყო საქართველოს სასტუმრო და სარესტორნო სფეროს პროფესიონალი კადრებით – სტიუარდებითა და დიასახლისებით მომარაგება. რადგანაც პანდემიის დროს მოხდა აღნიშნული სფეროდან კადრების გადინება, შეიქმნა დეფიციტი და საჭირო იყო თანამშრომელთა სწავლება და გადამზადება.

კომპანიამ დაიწყო როგორც საკუთარი, ასევე სხვადასხვა ობიექტების კადრების გადამზადება და მომსახურების საერთაშორისო სტანდართებთან მორგება. მოგვიანებით კომპანიამ დაიმატა სპეციალისტები და ტრეინინგ მენეჯერები, რომლებიც დღემდე ხელმძღვანელობენ სხვადასხვა მიმართულებებს.

დავით ბათირაშვილი

კომპანიის დამფუძნებელია ბატონი დავით ბათირაშილი, რომელიც აღნიშნულ სფეროშია 2009 წლიდან. მუშაობდა სასტუმრო ,,Radisson’’ გახსნის დღიდან. ასევე სასტუმრო ,,hotels & preference hualing tbilisi’’ გახსნიდან იყო აღნიშნული მიმართულების მენეჯერი და ,,ღვინის ქარხნის’’ ტერიტორიაზე რამოდენიმე რესტორნის სანიტარიისა და ჰიგიენის მიმართულების მენეჯერი. ასევე სასტუმრო ,, pullman tbilisi axis towers’’ და სხვების სტიუარდინგისა და სურსათის უვნებლობის ჯგუფის ხელმძღვანელი.მას ჰყავს გამოზრდილი არაერთი კადრი აღნიშნული სფეროსთვის.

დავითი ასევე არის პროფესიული სასწავლებილის ,,იკაროსის’’ ლექტორი, სადაც კითხულობს ლექციებს კულინარიის ხელოვნებისა და ჰიგიენა-სანიტარიის მიმართულებით. ბატონი დავით ბათირაშილი ასევე ხელმძღვანელობს სტიუარდინგის მიმართულებას.

ეთუნა ხახუტაშვილი

ეთუნა ხახუტაშვილი: ქლინკომპანიში უკვე ერთი წელია დასუფთავების მიმართულებას ხელმძღვანელობს.
ეთუნა ხახუტაშვილის სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში დაიწყო აჭარა ჯგუფიდან, კერძოდ სასტუმრო “Holiday Inn”-დან. ეთუნა ხახუტაშვილი 2012 წლიდან რიგით თანამშრომლად, დიასახლისად მუშაობდა, თუმცა 1.5 წელი საკმარისი აღმოჩნდა სუპერვაიზერად დაწინაურებისთვის.

მას ჰყავს ბევრი ძლიერი კადრი გამოზრდილი , ატრენინგებდა დეტალურად -დაწყებული სისუფთავიდან დამთავრებული ქცევის ეტიკეტით.

შემდეგი ეტაპი იყო,”Holiday inn”-დან სასტუმრო “ყაზბეგის რუმში,” სადაც მუშაობდა მენეჯერის თანაშემწედ. პარალელურად

გადიოდა ამავე სფეროს პროფესიული განვითარების კურსებსა და ტრენინგებს.
2018 წლიდან სამუშაოდ მიიწვიეს თბილისში,ყველაზე პრესტიჟული ბრენდის ფიტნეს დარბაზში, კერძოდ Worldclass -ში, მენეჯერის პოზიციაზე.